12:40:51     21-10-2013
ლიმონის ფილები (გემრიელი დესერტის მარტივი რეცეპტი)
ინგრედიენტები:
ცომის ფენა:
1 ჭიქა დარბილებული კარაქი
2 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა შაქარი
ლიმონის ფენა:
1½ ჭიქა შაქარი
¼ ჭიქა ფქვილი
4 ცალი კვერცხი
2 ცალი ლიმონი
საკონდიტრო შაქარი*
პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ დარბილებული კარაქი, 2 ჭიქა ფქვილი და ½ ჭიქა შაქარი. მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ 23×33სმ ზომის საცხობი ჭურჭლის უცხიმო ზედაპირზე და აცხვეთ გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ არ გამაგრდება და მოოქროსფერო შეფერილობას არ მიიღებს.
მეორე ეტაპი:
ახალ თასში ერთმანეთს შეურიეთ დარჩენილი 1½ ჭიქა შაქარი და ¼ ჭიქა ფქვილი. ჩაუმატეთ კვერცხი(4ცალი) და ჩააწურეთ ლიმონი(2ცალი). მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ უკვე გამომცხვარ ცომის ფენაზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და დაჭერით; სურვილისამებრ მოაფრქვიეთ საკონდიტრო შაქარი და მიირთვით გემრიელად.
0