გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას მამა, შიმშილობის დაწყებას გეგმავს გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას მამა, შიმშილობის დაწყებას გეგმავს />


  11:28:12     21-10-2013

გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას მამა, შიმშილობის დაწყებას გეგმავს

a25879.jpg

7 ოქტომბერს, ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის, გოგი ძველაიას მამა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებით იმუქრება.

თენგიზ ძველაიას განცხადებით, გარდაცვლილის საკნიდან ამოღებულ ფირებს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და ამ პროცესში ჩართული იყოს ოჯახის მიერ შერჩეული სპეციალისტიც.

„დღეს უნდა გვაჩვენონ ეს ფირი, მოვითხოვთ, ჩაუტარდეს ობიექტური ექსპერტიზა, თუ გამოძიება ჩვენ პირობას არ დათანხმდა, ვგეგმავ შიმშილობას, სანამ მომხდარის ყველა დეტალი არ გაირკვევა“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს თენგიზ ძველაიამ.

აღსანიშნავია, რომ  გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას საქმეზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, გოგა ძველაიას საქმის შესწავლას განაგრძობს. ნანუაშვილის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა ვიდეოჩანაწერებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს. ეს საკითხი დღეს უნდა გაირკვეს.

 „ჩვენ მოვითხოვეთ, რომ პროკურატურამ აწარმოოს გამოძიება, ეს დაწყებულია და ჩვენც ჩართული ვართ პროცესში. არის წინასწარი გამოძიების მასალებიც და გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა მიეწოდოს ოჯახს, თუ მოხდეს მისი ჩვენება ვიწრო წრისთვის, იმედი მაქვს, რომ ეს მალე გადაწყდება დადებითად“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

0

ავტორი: