13:28:52     17-10-2013
ივანიშვილი, პირველი ცოლის შესახებ დასმულმა კითხვამ, წყობიდან გამოიყვანა

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მისი ბურუსით მოცული ყოფილი ცოლის შესახებ საუბარი არ ისურვა. მეტიც, ის ამ კითხვის ავტორს გაუბრაზდა და ეთიკის დაცვისკენ მოუწოდა.
„აფხაზეთის ხმის“ წარმომადგენელმა პრემიერს შეკითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა, ცალსახად განაცხადოს, რომ 90-იანი წლების ფრანგულ ნოტარიალურ არქივში, არ არსებობს ჩანაწერი პრემიერის ხელმოწერით, სადაც მას არასწორად აქვს მითითებული პირადი მონაცემები საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ და იცნობს თუ არა ის ინგა პავლოვას, ან რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან.
„ოჯახი ჩემთვის არის ყველაზე წმინდა ადგილი, მთელი სიწმინდეა ჩემთვის. ცხოვრებაში არასოდეს მიკადრია სიცრუე და არასოდეს დამირღვევია კანონი. მე მყავს ერთი მეუღლე და ოთხივე შვილი მისგან მყავს. კეთილი ინებეთ და ეთიკური ნორმები დაიცავით და თქვენი ადგილი იპოვეთ“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებამ ივანიშვილის ბურუსით მოცული ცოლის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც პრესაში პარიზის მერიის მე-13 ოლქიდან მიღებული დოკუმენტი მოხვდა, რომელშიც ნათქვამია, რომ 1991 წლის 25 ნოემბერს ბორის ივანიშვილმა ცოლად შეირთო ინგა პავლოვა.
იმ მომენტისთვის, საქართველოს ეხლანდელი პრემიერ-მინისტრი უკვე დაქორწინებული იყო ეკატერინე ხვედელიძეზე.
0