13:09:11     17-10-2013
„არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა?“
თავდაცვის მინისტრს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ კიდევ ერთხელ აუწია ყური. როგორც ივანიშვილმა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა, ის არ ფლობდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტს გრიფით „საიდუმლო“ ედო, რაზეც გაბრაზდა კიდეც.
"ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა მეორედ მოხდა იგივე, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო გრიფი? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და, რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები. ხვალ მთავრობის სხდომა მაქვს და სიტუაციაში აუცილებლად გავერკვევი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
0