11:38:38     17-10-2013
ივანიშვილი დვანში არ ჩასვლაზე: „ჩავიდე და მათთან ერთად ცრემლი ვღვარო, თუ რა გავაკეთოთ?!’’

ივანიშვილი დვანსა და დიცში ჩასვლას და ცრემლის დაღვრას არ აპირებს. გაზეთებისა და რადიოების რედაქტორებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ამ საკითხზე სწორი განცხადება გააკეთა.
“მახსოვს, ჟურნალისტებმა შენიშვნა მომცეს წინა პრესკონფერენციაზე, თუ რატომ არ ჩავედი დვანში მე მგონი, მაშინაც სწორი განმარტება გავაკეთე, ჩავიდე და მათთან ერთად ცრემლი ვღვარო, თუ რა გავაკეთოთ?’’- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს „წინა მთავრობის დანატოვარ „საჩუქრია“.
„მთავრობის სხდომა მქონდა და განვიხილავდით ამ საკითხებს, თუ როგორ დავეხმაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ასეთი ტიპის დახმარება... ეს ქველმოქმედმა შეიძლება, დაეხმაროს. მთავრობას უნდა ჰქონდეს სხვა ბერკეტები და ძალაზე ძალით უნდა უპასუხოს, მაგრამ როდესაც ძალას იყენებ გადაჭარბებულად, სადაც არ შეგიძლია და ყველა რესურსს ხარჯავ – ესაა შედეგი, რაც გააკეთეს მათ’’, - განაცხადა ივანიშვილმა.
0