ოზურგეთში ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთში ყაჩაღობა მოხდა />


  17:29:24     16-10-2013

ოზურგეთში ყაჩაღობა მოხდა

a25840.jpg

„პრესა.ჯი“-სთვის მორიგი კრიმინალური ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. რამდენიმე საათის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა.

როგორც სოფლის რწმუნებული აცხადებს, სოფელ ძიმითის ხიდზე დაზარალებული კუთვნილი ავტომანქანიდან საბარგულში ჩააგდეს და მანქანის გატაცება სცადეს, თუმცა, ვერ მოახერხეს.

„ახლა პოლიციამ მთელი სოფელი გადაკეტა, რადგან, სავარაუდოდ, ყაჩაღები სოფლიდან გასვლას ჯერ ვერ მოახერხებდნენ, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხა წაართვეს მათ ტაქსისტს, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს," - ამბობს სოფლის რწმუნებული მზია სალუქვაძე.

აღნიშნულ ფაქტზე „პრესა.ჯი“-მ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო. როგორც წყარო ყვება, ტაქსის მძღოლს თითის მოჭრით დაემუქრნენ და 25ლარი გამოსძალეს.

გურიაში მომხდარი ყაჩაღური ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

„მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 179- მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გიდასტურებთ რომ წაღწებულია 25 ლარი და ოქროს ბეჭედი, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზარალებულს თითი მოაჭრეს, სიმართლეს არ შეესაბამება“,- აცხადებენ ღარიბაშვილის უწყებაში. 

პრესსამსახურის განცხადებით, ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

0

ავტორი: