მორიგი კრიმინალური ფაქტი თბილისში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი მორიგი კრიმინალური ფაქტი თბილისში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი />


  16:44:44     15-10-2013

მორიგი კრიმინალური ფაქტი თბილისში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

a25830.jpg

„პრესა.ჯი“-სთვის მორიგი კრიმინალური ფატის შესახებ გახდა ცნობილი. გვიან ღამით, თბილისის გარეუბანში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.

თვითმხილველთა თქმით, ინცინდენტი ე.წ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. შემთხვევა ზემო ფონიჭალაში, მე-15 კორპუსთან,  დაახლოებით 00:30 წუთზე მოხდა.

წყაროს ინფორმაციით,დაჭრილი ახალგაზრდა “ღუდუშაურის”  კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რამოდენიმე დანაყოფი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

„კრიმინალი ხდება ყველგან, ქალაქში სოფლად სკვერებში თუ სადარბაზოებში. ჩემი კორპუსის წინ, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ამბობენ, საქმეს არჩევდნენ, დაშავებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სასტიკად ნაცემია“,- აცნობეს „პრესა.ჯი“-ს ზემო ფონიჭალაში მცხოვრებლებმა.

„პრესა.ჯი“ კრიმინალური შემთხვევის გარკვევას დილიდან ცდილობს. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ დანით მიყენებული ჭრილობით შეყვანილი პაციენტის არსებობობას არ ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა კი ინფორმაციის გადამოწმების პირობა მოგვცა, თუმცა ის ჩვენ ზარებს მას შემდეგ არ პასუხობს.

0

ავტორი: