გოგა ძველაიას მამა: ჩემს შვილს საარჩევნო უბანთან დავასვენებ გოგა ძველაიას მამა: ჩემს შვილს საარჩევნო უბანთან დავასვენებ />


  12:05:39     14-10-2013

გოგა ძველაიას მამა: ჩემს შვილს საარჩევნო უბანთან დავასვენებ

a25797.jpg

ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახი ცხედრის დაკრძალვას არჩევნებამდე არ აპირებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილის მამამ თენგიზ ძველაიამ განუცხადა, თუ გამოძიებამ ობიექტური შედეგები უახლოეს პერიოდში არ დადო 27 ოქტომბერს ცხედარს სენაკის საარჩევნო უბანთან დაასვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ ძველაიამ ის საკანი მოინახულა, სადაც გოგა ძველაია გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის ბოლომდე არ სჯერა.

- „პრესა.ჯი“: თქვენი შვილის საკნის დათვალიერების შემდეგ ისევ იგივე აზრზე ხართ, რომ ის მოკლეს?

- რა ვერსიაც არ უნდა წამიყენონ, მე ხომ ჩემი შვილის ხასიათი ვიცი. დარწმუნებული ვარ რომ თავს არ ჩამოიხრჩობდა. რაც შეეხება საკანს სადაც ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს, ისეა მოწყობილი, რომ მანდ თავის ჩამოხრჩობას ერთი ხელითაც შეძლებს ადამიანი. ციხეში ისეთი თავის ჩამოსახრჩობი ადგილები ვნახე გავოგნდდი.

- რატომ არ ასაფლავებთ მიცვალებულს?

- როგორც მამას, მინდა ჩემ შვილს წესი აუგონ. თუმცა არ მინდა გამოძიება მისი დაკრძალვის შემდეგ უსაშველოდ გაიწელოს. თუ არჩევნებამდე სარწმუნო ინფორმაცია არ გვექნება, მისი გარდაცვალების შესახებ ცხედარს საარჩევნო უბანში დავასვენებ. ამ გადაწყვეტილებას შეცვლის ის ვიდეოფირი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა მომაწოდონ. თუ ამათმა მოინდომეს, სიმართლე მალე უნდა დადგინდეს...

- ცნობილია, რომ გვიან ღამით, ქუაისის საოლქო პროკურატურამ დაკითხათ...

- გამომძიებლებს დაპატიმრებამდე გოგას ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდათ. მივაწოდე ინფორმაცია, რომ  მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა და დამოუკიდებლად ამ ხელით წინდასაც ვერ იცვამდა.

- შვილის მკვლელობას ე.წ ციხის მაყურებლებთან არსებულ კონფლიქტს უკავშირებთ... იცით თუ არა, კონკრეტული სახელები?

- მათი სახელები, რომ ვიცოდე ქუთაისის ციხესთან დაველოდები... გოგას მატი სახელები არ უხსენებია მეც არ დავინტერესებულვარ, რადგან შვილი გვერდით მყავდა. 

0

ავტორი: