ვანო მერაბიშვილი: ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული ვანო მერაბიშვილი: ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული />


  15:08:38     11-10-2013

ვანო მერაბიშვილი: ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული

a25792.jpg

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ვანო მერაბიშვილი განცხადებას აკეთებს.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული.

მერაბიშვილის ინფორმაციით, რუსეთს დაგეგმილი აქვს, შიდა არეულობის მოწყობის გზით, შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.

ვანო მერაბიშვილი: ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს.

კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.

მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.

0

ავტორი: