მიხეილ სააკაშვილი:  ჩვენ დროს ქურდები საკნებს ალაგებდნენ, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დროს ქურდები საკნებს ალაგებდნენ, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ />


  11:16:45     11-10-2013

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დროს ქურდები საკნებს ალაგებდნენ, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ

a25790.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სეკანში,  გოგა ძველაიას ოჯახში განაცხადა, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ვერსია, მასში ეჭვებს იწვევს.

მიხეილ სააკაშვილი: "ბიჭს ჰქონდა კონფლიქტი ციხეში დაბრუნებულ მაყურებლებთან. ჩხუბისას მაყურებელი დაემუქრა, რომ მას მოკლავდა, თუ კიდევ ერთხელ მოხვდებოდა იმავე ციხეში. ამის შესახებ მან დაწერა განცხადება, ცალკე საკანში მოთავსების შესახებ. ჩემ დროს ქურდები და მაყურებლები ციხეში აღარ იყვნენ. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც სინდისი არ აქვს და დღედაღამ ლაპარაკობს, რომ ხალხს სისხლს წოვდნენ ციხეებში:

ჯალათი და ადამიანის უფლების დამრღვევი ფსიქოლოგიის ადამიანები შეიძლება ყველა მთავრობის დროს იყვნენ. მთავარია, მთავრობა რა რეაქციას მოახდენს. ციხის ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს შეპარული კრიმინალური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბედუკაძეა. დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მხოლოდ შევარდნაძის დროს და არიან მხოლოდ ივანიშვილის დროს - ჩემ დროს ისინი არ იყვნენ".

სააკაშვილმა სოზარ სუბარი, ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ე.წ. „მაყურებლები“ და კანონიერი ქურდები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ.

"ჰკითხეთ საკუთარ თავს, ჯეჯილობდნენ თუ არა ქურდები სააკაშვილის დროს და არიან თუ არა ივანიშვილის დროს, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს, დაბრუნდნენ თუ არა ისინი ციხეში. ფაქტია, რომ მაყურებელთან ჰქონდა ჩხუბი, დაწერა განცხადება, მომკლავენ და რამდენიმე საათში კლავენ. ჩვენ დროსაც ციხეში ხდებოდა ბევრი უბედურება, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობისას ქურდები და მაყურებლები ციხეს არ მართავდნენ. ეს ხალხი უკან დაბრუნდა. ამაზე მეტი საშინელება არ შეიძლება მოხდეს.

შეიძლება ბევრი საშინელება ხდებოდა, მაგრამ სადისტი სისხლისმსმელი ბედუკაძის მიერ გავრცელებული კადრები რომ დადგმული იყო, ყველამ იცის", - აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილი თვლის, რომ სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობამ აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს: "ეს დიდი ტრაგედიაა და, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. იქამდე გეგუთის ციხის უფროსის დავალებით, ქურდებმა პატიმარი მოკლეს და თქვეს, რომ თვითონ გადმოვარდა. ამ შემთხვევაში კი თქვეს, რომ თავი მოიკლა.

ეს ძალიან საეჭვოა. ფაქტია, რომ ჩვენ დროს ქურდები ალაგებდნენ საკანს და ერთმანეთს ურჩევდნენ საქმეს, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ. მინისტრი აქ არაფერ შუაშია. მთავრობამ ხელი არ უნდა დააფაროს ამ ყველაფერს. მინისტრი ვინ არის, საერთოდ არის თუ არა ქმედუნარიანი, რამეზე პასუხი აგოს, ეს კაცი გინახავთ ტელევიზორში? როგორ შეიძლება ამ კაცზე სერიოზული საუბარი.

მივმართავ პრემიერ ივანიშვილს, რადგან ეს ხდება მისი მთავრობის დროს. როდესაც ჩემი მთავრობის დროს ჩემდა უნებურად, ჩემგან დაუკითხავად ეს ხდებოდა, მე ავიღე პასუხისმგებლობა და საბოლოო ჯამში, ამომრჩეველმაც დაგვაკისრა ამაზე პასუხისმგებლობა. მზად ვარ, მთავრობასთან ერთად კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ციხეებში ქურდები აღარ დავაბრუნოთ", - დასძინა პრეზიდენტმა.

0

ავტორი: