ივანიშვილის ხელისუფლების სენი: ნეპოტიზმი სამინისტროებსა და საკრებულოში ივანიშვილის ხელისუფლების სენი: ნეპოტიზმი სამინისტროებსა და საკრებულოში />


  16:41:40     10-10-2013

ივანიშვილის ხელისუფლების სენი: ნეპოტიზმი სამინისტროებსა და საკრებულოში

a25782.jpg

ცოლები,  ძმები, ნათესავები, მოყვრები, დეიდაშვილ-ბიძაშვილები, დისშვილ–ძმისშვილები, ნათელ–მირონები მაღალ პოსტებზე... „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოცნებები აიხდინეს და მთავრობაში მოსვლისთანავე, საკუთარი ახლობლები მაღალ თანამდებობებზე  დანიშნეს. ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება.

როგორც ირკვევა, ახლადაოცნებებულმა ირაკლი შიხიაშვილმაც მოიცალა ახლობლებისთვის და მათ, თბილისის საკრებულოში, მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა. დედაქალაქის საკრებულოში არსებული ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ინფორმაცია, დღეს,  უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაასაჯაროვა. ნადირაშვილის განცხადებით, ახალმა თავმჯდომარემ ორივე ქვისლი საკრებულოში მაღალ თანამდებობებზე დაასაქმა.

როგორც ირკვევა, ირაკლი შიხიაშვილის ერთი ქვისლი, ვახტანგ ასათიანი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი მუსხელიშვილის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო მეორე – ემზარ შოშიაშვილი საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის განყოფილების უფროსად. იურიდიული მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ოთარ თევდორაძე ინტერფრაქციული უმრავლესობის წევრის, ნინო თევდორაძის შვილია. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ გაჩეჩილაძის (შონზოს) ცოლის და, ქეთევან მამუკაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის წამყვანი სპეციალისტია; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მთავარი სპეციალისტი, ლევან წერეთელი დეპუტატ დავით წერეთლის შვილია.

ივანიშვილის მთავრობამ, ოცნება საკუთარ ახლობლებს რომ აუხდინა, ამას სხვა ფაქტებიც ადასტურებს:

მაგალითად, დავით დარახველიძემ  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მეგობარი და მეჯვარე  გედევან ლომიძე,  შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა.   გარდა ამისა,   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის  მეუღლე, მარეხ მთვარელიძე სამინისტროში გაერო-ს პროგრამაში მუშაობს.  იგი ამ უწყებაში არჩევნების შემდგომ დაასაქმეს.  

ნეპოტიზმის მთავარ ბუდედ ღარიბაშვილის სამინისტრო რჩება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა საკმაოდ მოითბეს ხელი. მაგალითად: თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმა, და, სიძე, დისშვილი, დღეს, სამსახურების უფროსებად გვევლინებიან. ირაკლი ღარიბაშვილის და, თეა ღარიბაშვილი დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში - პროექტების ანალიზის განყოფილების უფროს სპეციალისტად.

ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა (წინასაარჩევნოდ, ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ სიღნაღის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა).

მინისტრს თანამდებობის გარეშე საკუთარი მამა ტარიელ ღარიბაშვილიც არ დაუტოვებია. არჩევნების შემდეგ, ბატონი ტარიელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობს.

შს მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გახდა. თამარ თამაზაშვილის მეუღლე, ვასიკო აბულაშვილი რამოდენიმე თვეა  ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დედოფლისწყაროს სერვის – ცენტრში, აღრიცხვის სამსახურის უფროსად მუშაობს.

თამაზ თამაზაშვილის ცოლის, მაია თამაზაშვილის ძმა, ნუგზარ პაპიაშვილი დაინიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის მეგობარი, დიმიტრი მაისურაძე კი, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად.

დიმიტრი მაისურაძის ნათესავები: გიგა და ოთარ გავაშელიძეები, ასევე სიმამრი, ავთო გავაშელიძე დასაქმდნენ და დაწინაურდნენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში, სხვადასხვა თანამდებობებზე.

ლექსო თამაზაშვილის მეგობარი, თემურ მეტრეველი დაინიშნა თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსად. თემურ მეტრეველი 2 წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს. თემურ მეტრეველის ცოლის ძმაა კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი, დიმიტრი მაისურაძე.

0

ავტორი: