13:01:44     10-10-2013
ქათმის ჩიხირთმა
მასალა:
ქათმის ხორცი – 800 – 900 გრ.
კვერცხი – 4 ცალი
ძმარი – 2 სუფრის კოვზი
ხახვი – 4-5 თავი
პურის ფქვილი – 3 ჩაის კოვზი
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი) – 1 ჩაის კოვზი,
წვრილად დაჭრილი ქინძი – ½ ჩაის ჭიქა
მარილი გემოვნებით.
ქათმის ჩიხირთმა
ჩიხირთმა
800-900 გრამი მსუქანი ქათმის ხორცი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ხორცი ოდნავ შევარდისფერდება. ჩავუმატოთ ხახვი და ქინძი. კერძი უნდა იხრაკოს ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, დავასხათ წყალი დაახლოებით 10 ჩაის ჭიქა, იდუღოს მანამ, სანამ ხორცი საკმაოდ არ მოიხარშება. შევასქელოთ იმავე ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და ვადუღოთ. ათი წუთის შემდეგ 4 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ თეთრი ღვინის ძმარი, კიდევ ვთქვიფოთ ცოტა ხანს და ჩავასხათ ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ ბულიონში.
0