ქათმის ღვიძლის პაშტეტი ბეკონით ქათმის ღვიძლის პაშტეტი ბეკონით />


  16:59:48     26-01-2011

ქათმის ღვიძლის პაშტეტი ბეკონით

a3277.jpg

მასალა: 250 გ ცხიმიანი ბეკონი, 2 თავი ხახვი, 850 ქათმის ღვიძლი, 350 გ. უცხიმო ღორის ხორცი, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 მწიკვი ძირა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 50 მლ კონიაკი, 150 მლ. 35%-იანი ნაღები, პილპილი და მარილი გემოვნებით.

ბეკონი დავჭრათ და შევწვათ ცხელ ტაფაზე. იმავე ტაფაზე, ბეკონის შენამწვარში მსუბუქად მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ღვიძლი, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, 1-2 წუთი ვშუშოთ ერთად და შემდეგ გავატაროთ ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილ ბადეზე, შემდეგ დავატრიალოთ ბლენდერში. მასას დავუმატოთ ნაღები და კონიაკი, ფორმაში ჩავფინოთ ფოლგა, ზედ მოვათავსოთ პაშტეტის მასა, ფოლგით დავხუროთ და გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 1-1.5 საათის განმავლობაში.

0

ავტორი: