10:40:57     10-10-2013
„პრესა.ჯი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძარცვის შესახებ, შსს-მ დაადასტურა
![a25772.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25772.jpg)
„პრესაჯი“-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ოფიციალურად მხოლოდ დღეს დილით დაადასტურა.
გიორგობიანის ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია 60 ლარამდე თანხა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ოქროულის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.
„წაღებულია 60 ლარი, ამ დროისთვის მძარცველები დაკავებულები არ არიან“,- აცხადებს შს სამინსიტროს პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ დიღომში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია „პრესა.ჯი“-მ გუშინ გაავრცელა.
ორი შეიარაღებული პირი, დიღმის მასივში, მეხუთე კვარტლის მეოთხე კორპუსში ღუდუშაურების ოჯახს თავს დაესხა. მძარცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი პატარა ბავშვს დაადეს და მას მოკვლით ემუქრებოდნენ. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი ცივი იარაღითაც იყო შეიარაღებული.
დაზარალებულთა მეზობლები აცხადებენ, რომ მძარცველებმა ოჯახიდან გარკვეული რაოდენობის თანხისა და ოქროულობის გატანა შეძლეს.
0