ექსკლუზივი: დიღომში ყაჩაღობა მოხდა ექსკლუზივი: დიღომში ყაჩაღობა მოხდა />


  22:24:37     09-10-2013

ექსკლუზივი: დიღომში ყაჩაღობა მოხდა

a25769.jpg

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, რამოდენიმე წუთის წინ ყაჩაჭობა მოხდა დიღმის მასივში.

როგოერც „პრესა.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, ღუდუშაურების ოჯახს, თავს ორი შეიარაღებული ბოროტმოქმედი დაესხა.

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს - არასრულწლოვანს მოკვლით ემუქრებოდნენ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბოროტმოქმედებიდან ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მეორე კი დანით იყო შეიარაღებული.

ამ დროსითვის უცნობია, შეძლეს თუ არა ბოროტმოქმედებმა თანხის ან ძვირადღირებული ნივთების გატანა.

„პრესა.ჯი“ დეტალების გარკვევას ცდილობს და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ დამატებით ინფორმაციას. 

0

ავტორი: