პატიმარ ძველაიას  მამა ობიექტურ გამოძიებამდე ცხედრის დაკრძალვას არ აპირებს პატიმარ ძველაიას მამა ობიექტურ გამოძიებამდე ცხედრის დაკრძალვას არ აპირებს />


  12:26:00     09-10-2013

პატიმარ ძველაიას მამა ობიექტურ გამოძიებამდე ცხედრის დაკრძალვას არ აპირებს

a25762.jpg

ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახი მიცვალებლის დაკრძალვას მანამ არ არ აპირებს, სანამ სენაკში სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არ ჩავა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილის მამამ თენგიზ ძველაიამ განუცხადა, სუიციდის ვერსიის არ სჯერა.

„მე ვიცნობდი, ჩემ ბავშვს, ის თავს არ მოიკლავდა. მით უფრო, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას ოჯახი ვაპირებდით. შვილი მომიკლეს... სუბარმა კი გუშინ ნაადრევი განცხადება გააკეთა სიუციდთან დაკავშირებით“,- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

ძველაიები საქმეში არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აქტიურად ჩართვას მოითხოვენ.

თენგიზ ძველაია: დამოუკიდელი გამოძიება დაიწყეთ, ამ საქმეს გამოუძიებელს ნამდვილად არ დავტოვებთ, უნდა გაირკვეს, ვინ გაგუდა ჩემი შვილი და სათანადოდ დაისაჯოს. ამ დრომდე არ ჩანს სახალხო დამცველი, საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. არ დავკრძალავთ ბავშვს, სანამ არ გახდება ცნობილი დამოუკიდბელი ექსპერტის დასკვნა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის #2 საპყრობილეში 16 წლის გოგი ძველაიას ცხედარი ზეწრით ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა პატიმარმა თავი მოიკლა. სუიციდის მიზეზი კი ამ დრომდე გაურკვეველია. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გარდაცვლილი ციხეში 24 საათის შეყვანილი იყო.

„პატიმარმა იცოდა, რომ საპყრობილეს გირაოს სანაცვლოდ მალე დატოვებდა. მასთან თვითმკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე შესული იყო სოციალური მუშაკიც, მან თავად მოითხოვა რომ ცალკე საკანში ყოფილიყო მოთავსებული. თავი, სავარაუდოდ,  ზეწრით მოიკლა“.

სუბარის ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი ემიჯნება. თენგიზ ძველაიამ ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა ე.წ ციხის მაყურებლებთან.

თენგიზ ძველაია  აცხადებს, რომ ქუთაისის ციხეში გადაყვანამდე არასრულწლოვანი მამას გამოუტყდა, რომ  წინა პატიმრობის დროს მას ჩხუბი მოგვივიდა ერთ-ერთ პატიმართან და ყბა გაუტეხა მას.  მამის ინფორმაციით, აღნიშნული პატიმარი ქუთაისის ციხის  მაყურებელი გახდა.  ძველაია მკვლელობის ფატქს ამ ინფორმაციით ხსნის.

0

ავტორი: