12:46:18     08-10-2013
„მერაბიშვილს ისე ეპყრობიან, როგორც დამნაშავეს“

“ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია, რადგან ის არის მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და ამასთან, არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს”,- ეს განცხადება ლიტვის სეიმის წარმომადგენლებმა მატროსოვის ციხეში მისი მონახულების შემდეგ გააკეთეს.
უცხოელმა მაღალჩონოსნებმა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის საკანში ორი საათი დაჰყვეს.
„ევროპის სამართლებრივი კულტურისა და კანონის უზენაესობის მიხედვით ,ადამიანი უდანაშაულოა სანამ მას ბრალს ობიექტური სასამართლო არ წაუყენებს. ვანო მერაბიშვილი თავად იცავდა კანონის უზენაესობას და ამ ქვეყნის წინსვლისთვის ბევრი რამ გააკეთა. ახლა მას როგორც დამნაშავეს ისე ეპყრობიან. ჩემი აზრით, მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონოა და არაპროპორციულია მისთვის წაყენებული ბრალდებებიც“,-განაცხადა მარტას ადომენასმა.
0