11:11:30     08-10-2013
ლაზანია რიკოტათი
მასალა 6 ულუფისთვის:
1 ს.კ. მსხვილი მარილი
6 ცალი ლაზანიას ფირფიტა*
750 გ. რიკოტა*ლაზანია რიკოტათი
100 გ. გახეხილი პარმეზანი
200 გ. ნაღები
მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 თავი დაჭრილი ხახვი
2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
2 ცალი დაჭრილი წვნიანი პამიდორი
1 ს.კ. ტომატ-პასტა
მარილი და პილპილი გემოვნებით
2 ჩ.ჭ. თეთრი სოუსი*
2 ცალი ათქვეფილი კვერცხი
1/3 ჩ.ჭ. გახეხილი პარმეზანი
3 ს.კ. წიფლის დაჭრილი წიწიბო
1/2 ჩ.ჭ. დაჭრილი ნედლი რეჰანი
2 ს.კ. გახეხილი ყველი
საფანელი
კარაქი ღუმლისთვის
1) დიდი ზომის ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი მსხვილი მარილი და შემდეგ ლაზანიას ფირფიტები. ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი თითქმის გამჭირვალე არ გახდება. მომზადებული ფირფიტები ქაფქირით სათითაოდ ამოიღეთ და გადაიტანეთ ცივი წყლით სავსე თასში.
2) ცალკე თასში აურიეთ რიკოტა გახეხილ პარმეზანთან ერთად და თუ ეს ნარევი ძალიან მშრალი მოგეჩვენათ, დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები (მაქსიმუმ 200 გრამი).
მოხარშული ლაზანია შეაზავეთ მარილით, პილპილით, მუსკატის კაკლით და დროებით გადადგით.
3) ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი; დაუმატეთ ხახვი, ნიორი და შუშეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებულ სოუსს დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და კვლავ ადუღეთ 1 წუთით. ბოლოს შეაზავეთ მარილით, პილპილით და დროებით გადადგით.
4) წინასწარ მომზადებული ორი ჭიქა თეთრი სოუსი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს, გახეხილ პარმეზანს და დროებით გადადეთ.
ლაზანიას ფენა (3 ფირფიტა) მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან გადაუსვით რიკოტათი და პარმეზანით მომზადებული გულსართის 1/3, მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის 1/3, მოასხით პამიდვრის სოუსის 1/3. აღნიშნული პროცედურა თანმიმდევრობით გაიმეორეთ სამჯერ. ბოლოს კერძს ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ. ზედაპირს მოასხით უკვე მომზადებული თეთრი სოუსი.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ცოტაოდენი საფანელი, წიფლის წიწიბო და ორი სადილის კოვზი გახეხილი ყველი. ეს ნაზავი თანაბრად მოაყარეთ ლაზანიას ზედაპირს და შედგით კარგად გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით, ზედაპირის ოქროსფრად შეფერილობამდე.
მზა ლაზანია ღუმლიდან გამოიღეთ და ექვს თანაბარ ნაჭრად დაჭერით.
*თუ ვერ მოიძიებთ ლაზანიის მზა ფირფიტებს, შეგიძლიათ ის თხელი და ოდნავ მარილიანი ბლინებით შეცვალოთ.
*რიკოტა წარმოადგენს ტრადიციულ იტალიურ რძის პროდუქტს და არის ხაჭოსებრი ყველი.
*თეთრი სოუსის მოსამზადებლად ცეცხლზე ერთმანეთს შეაზილეთ 60 გრამი კარაქი და 60 გრამი ფქვილი, სანამ ცომივით არ შეიკვრება. შემდეგ დაუმატეთ 1/2 ლიტრი ცივი რძე და ათქვიფეთ. როცა წამოდუღდება და შესქელდება, გადადგით ცეცხლიდან. შეანელეთ მარილით, პილპილითა და მუსკატის კაკლით.
0