11:10:18     08-10-2013
გემრიელად შემწვარი ქათამი

რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ცალი ქათმის გულ-მკერდი(ძვლებით და კანით)
4 სუფრის კოვზი(55 გრამი) კარაქი/მარგარინი
1 სუფრის კოვზი გამხმარი ბაზილიკი
1/4 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
3/4 ჩაის კოვზი მარილი
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F).
2. დაალაგეთ ქათმის გულ-მკერდი მცირედად ცხიმწასმულ(კარაქი/მარგარინი) ტაფაზე ან საცხობ ლანგარზე. გაადნეთ დარჩენილი კარაქი, შეურიეთ გამხმარი ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი, მარილი და მოაცხეთ ქათამს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი დაფქული შავი წიწაკა.
3. შედგით ღუმელში და აცხვეთ 60-75 წუთის განმავლობაში.
/4. თუ ნივრის ფხვნილი არ მოგეპოვებათ, დააქუცმაცეთ 1-2 კბილი ნიორი, მოაყარეთ გრანულირებული მარილი და გააჩეეთ 10-20 წუთით./ ბაზილიკი რეჰანი არაა, გამხმარი ბაზილიკი იყიდება დიდ სუპერმარკეტებში./
0