11:08:55     08-10-2013
სალათა ოლივიე
რეცეპტის ინგრედიენტები:
5 ცალი კარტოფილი
4 ცალი კვერცხი
2 ცალი სტაფილო
340 გრამი ქათმის მკერდი
300 გრამი კიტრის მწნილი
1 თავი დიდი ზომის ხახვი
300 გრამი ბარდა
1 ჭიქა მაიონეზი
1 ცალი ვაშლი*
1-2 ცალი პამიდორი*
მარილი და წიწაკა გემოვნებისამებრ
კამა და ქინძი
ზეთი შესაწვავად
~ მომზადების წესი ~
1. მოხარშეთ კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო ერთად ან ცალ-ცალკე. თუ ერთად მოხარშავთ, მაშინ მოხარშვის შემდეგ გაფცქვენით კარტოფილი და გათალეთ სტაფილო, ხოლო კვერცხი 10 წუთიანი დუღილის შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ. აცალეთ ბოსტნეულს შეგრილება და შემდეგ დაჭერით კუბიკებად.
2. შეწვით ქათმის მკერდი ზეითუნის ზეთში, 6-6 წუთი ორივე მხრიდან. ზემოდან გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. ამასობაში კი ხახვი(ყვითელი ან თეთრი) და კიტრის მწნილი დაჭერით კუბიკებად.
3. უკვე გაცივებული მოხარშული კვერცხი დაჭერით და მოათავსეთ დიდი ზომის თასში ბოსტნეულისა და კიტრის კუბიკებთან ერთად. ბარდას გადაავლეთ ცხელი წყალი, შემდეგ გადაწურეთ და თასში ჩაუმატეთ. მომზადებული ქათმის ხორციც კუბიკებად დაჭერით და ჩაუმატეთ. სურვილისამებრ შეურიეთ გახეხილი ვაშლიც*.
4. ჩაასხით თასში მაიონეზის ნახევარი, გემოვნებისამებრ მოაყარეთ წიწაკა და მსუბუქად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. დარჩენილი მაიონეზი თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და თქვენი ოლივიე სურვილისამერ გააფრმეთ პამიდვრის ნაჭრებით*, ასევე მწვანილით.
0