16:25:38     07-10-2013
ბათუმიდან გაუჩინარებული გოგონას დედა: პრემიერს ჩემთვის არ სცალია
სოფელ ახალშენში მცხოვრები 17 წლის დარეჯან დიასამიძის ძებნა, ორი თვეა კონკრეტული შედეგის გარეშე გრძელდება.
მე- 12 –ე კლასის მოსწავლე, ბოლოს ,7 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე ნახეს. დიასამიძე სტუმრად ნათესავის ოჯახში დარჩა, იქიდან კი შინ აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის ოჯახი და სოფელ ახალშენის მოსახლეობა პოლიციის შენობასთან იმ იმედით იკრიბება, რომ სამართალდამცავები დარეჯანის ადგილსამყოფელს დაადგენენ, თუმცა უშედეგოდ.
დიასამიძის დედა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერს, რომელსაც მან რამოდენიმე დღის წინ ღია წერილით მიმართა და შვილის მოძებნაში დახმარება სთხოვა, მისთვის არ სცალია.
ლამზირა მახარაძე: პრემიერს, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი და ჩემზე დროს ვერ დაკარგავს. მთავრობიდან ჩემთან არავინ მოსულა, არც ტელეკამერებით და არც მათ გარეშე.
„პრესა.ჯი“: ჩვენი წინა საუბრისას ვვარაუდობდით, რომ დარეჯანმა სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკში" კომენტარი დატოვა, ვერ დაადგინეთ კომენტარის ავტორი?
- დღემდე არ ვიცი კონკრეტულად რომელი კომპიუტერიდან, რომელი ქალაქიდან გაკეთდა ეს კომენტარი. ჩვენმა სამართალდამცავებმა აიპი მისამართი ვერ დაადგინეს. მუბნებიან რომ ეს უნდა გააკეთოს რუსულმა მხარემო. გაკეთდა შესამამისი მიმართვა რუსულ საიტ mail.ru- ეც. აჭარის სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია იმყოფებოდა სახლში და შეეცადა დავერწმუნებინე, რომ გამოძიება ყველაფერს აკეთებს ბავშვის საპოვნელად. მართალია კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, სად არის ჩემი შვილი და რატო ჭიანურდება მისი მოძებნა, მაგრამ უნდა აღინიშნოს სა გარემოება, რომ თელია იყო ერთადერთი, ვინც გამოეხმაურა ჩემ მიმართვას და საკუთარი მანქანით მომაკითხა სახლში.
- როგორ ფიქრობთ დარეჯანი ტყვეობაში იმყოფება?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული აქვს, ვერ ახერხებს ჩვენთან რაიმე სახის კონტაქტზე გამოსვლას, თორემ დარეჯანი არ არის ისეთი ბავშვი, რომ ასე გაგვწიროს. ჩემ შვილს არ ჰქონდა ოჯახში ისეთი პირობები, რომ შინ დაბრუნება არ უნდოდეს. ამის მიზეზი არ არსებოს.
- მომხდარიდან ორი თვის თავზე თუ აქვს ოჯახს კონკრეტულ პიროვნებაზე ეჭვი?
- ასეთი ეჭვი რომ არსებობდეს, დაერწმუნეთ, მე ვერავინ გამაჩერებდა. სამართალდამცავებს მივაწვდიდი ინფორმაციას. ამ კითხვას მე კი არა, სამართალდამცავებს და მთავრობას უნდა უსვამდეთ.
0