„იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია,  კახა თარგამაძესთან კი შეკითხვები არ აქვთ, მე ციხეში უნდა ვიჯდე“ „იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, კახა თარგამაძესთან კი შეკითხვები არ აქვთ, მე ციხეში უნდა ვიჯდე“ />


  14:24:02     07-10-2013

„იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, კახა თარგამაძესთან კი შეკითხვები არ აქვთ, მე ციხეში უნდა ვიჯდე“

a25741.jpg

“იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია და კახა თარგამაძესთან შეკითხვები არ აქვს, მე ციხეში უნდა ვიჯდე”- ეს განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.

„აქ მყოფი ახალგაზრდა პროკურორები წარმოადგენენ: ლაშა ნაცვლიშვილს, ლევან პირველს, კახა თარგამაძეს, ხოლო ხანდაზმული პროკურორი პირდაპირ შეიძლება, მივიჩნიოთ შევარდნაძედ. იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, სადაც კახა თარგამაძესთან შეკითხვები არ აქვთ, რა თქმა უნდა, მე ციხეში უნდა ვიჯდე, მაგრამ ქალბატონო მოსამართლევ, რა დავალებაც არ უნდა გქონდეთ, ვერ შეძლებთ ამ დავალების შესრულებას!“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი პრემიერის მიერ წარმოთქმულ სიტყვას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყნებს.

ქუთაისისი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

გამოძიება მათ,  საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ე.წ. „დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში, ამომრჩეველთა მოსყიდვას და ფიქტიურ დასაქმებას ედავება.

0

ავტორი: