09:43:12     07-10-2013
ფრანგული ტოსტები
ინგრედიენტები:
1/4 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა რძე
1 მწიკვი მარილი
3 ცალი კვერცხი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი შაქარი
12 ნაჭერი პური
~ მომზადების წესი ~
1. დიდი ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. ნელა ჩაუმატეთ რძე, შემდეგ 2 კვერცხი, მარილი, დარიჩინი, ვანილის ექსტრაქტი და შაქარი. თქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. მცირედად ცხიმიანი ტაფა გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე.
3. მოათავსეთ პურის ნაჭრები თხევად მასაში, რომ გაიჟღინთოს. შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. მიირთვით ცხელი.
0