18:19:54     05-10-2013
გიგი უგულავა: "ნაციონალურ მოძრაობას", ისე როგორც ყველაფერს, განახლება სჭირდება

"მიუხედავად ყველა პრობლემისა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი წლის განმავლობაში გადაიტანა, ის არათუ აგრძელებს არსებობას, არამედ ქართული დემოკრატიის დასაყრდენად რჩება”,- ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ყველა პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, დაწყებული მრგვალი მაგიდიდან, დამთავრებული მოქალაქეთა კავშირით, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქრებოდა.
„ამ თვალსაზრისით კი "ნაციონალურ მოძრაობა" არის ერთადერთი შემდგარი პარტია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დემოკრატია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
0