13:54:41     03-10-2013
„ნაციონალური მოძრაობა“ იმ კომპანიების სახელების გასაჯაროებას ითხოვს, რომლებიც დამნაშავემ გამოიყენა

რატომ არ დაიმალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი თვის განმავლობაში ძებნილი პირი და რატომ არ დაასახელა ღარიბაშვილის უწყებამ დღეს მედიიისთვის გამართულ ბრიფინგზე თბილისში მდებარე იმ ორი კერძო სამსახურის ოფისები, რომელთა როუტერზეც 24 წლის სამარ ჩუკუტაევმა შეაღწია კვალის არევის მიზნით? ეს იმ ეჭვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა.
სამარ ჩკუტაევი „ფეისბუქში“ ბოლო დრომდე აქტიურობს. ყაზახეთის მოქალაქე სოციალურ ქსელში ბოლოს პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა. მას საკუთარი პროფილი ამ წუთებამდე გაუქმებული არ აქვს. ბრალდებულის „ფეისბუქიდან“ კი ირკვევა, რომ ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს.
საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი იმ კომპანიების გასაჯაროებას ითხოვს, რომლებიც დანმაშავემ გამოიყენა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების გახნას თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას უკავშირებს.
სერგო რატიანი: "საქმის გახსნის პროვოცირება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. შიდა დაპირისპირება აღმოჩნდა პროვოცირება, ალასანიას განცხადების მერე კი გაირკვა, რომ საქმე თურმე ერთი თვეა საქმე გახსნილი, ხოლო ის, თუ რომელი ქართული კომპანიაა კავშირში, თავიდანვე იყო ცნობილი და ამას ასაიდუმლოვებდნენ. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს ის ქართული კომპანიები, რომლებიც დამნაშავემ გამოიყენა“.
დავით საყვარელიძე კი როგორც ჩანს გამოძიებას ეჭვის თვალით ყურებს და სოციალურ ქსელში წერს: „გულწრფელად მეგონა რამე უკეთესს და უფრო დამაჯერებელს მოიფიქრებდნენ“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ჯიჰადის“ კლიპების საქმესთან დაკავშირებით, გამოხმაურა ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლები საქართველოში, ერთ-ერთ სატელევიზო სტუდიაში დამზადდა და მას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები ედო.
„მოიგონეს, გამოიგონეს პიროვნება. ხარისხი აი ამ კლიპისა იყო პროფესიონალური. უნდა გცოდნოდა არაბული ენა, ამოგეღო არაბული კადრები. ეს ყველაფერი ქართულ კოტექსტში გაკეთებულიყო. კარგად გაკეთებულია, პროფესიონალურ დონეზე, კარგ სტუდიაშია დამზადებული. რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს, რომ თვითონ ემუშავა ამ თემაზე და შემდეგ დაედო. აქედან გამომდინარე ის ეჭვები, რაც არსებობდა, რომ საქართველოშია დამზადებული და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდ,ა რჩება ძალაში. აღმოჩნდა, რომ იძებნება გამოგონილი პიროვნება. ავღანეთში იყო სააკაშვილი ჩასული და შეხვდა ჯარისკაცებს. იმითვის, რომ მომხდარიყო მისი კომპრომენტაცია თითქოს ამ ჩასვლის გამო თალიბებმა და ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მუქარის მიზნით გამოაქვეყნეს ეს, რომ საქართველოს საფრთხე დაემუქრება, რახან სააკაშვილი იქ ჩავიდა. სააკაშვილის ავტორიტეტს კი არ ვუფრთხილდები, საქართველოს ავტორიტეტზეა აქ საუბარი, შემაშფოთებელი იყო, რომ ქართველების ხელით საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ასეთი რამე არ უდნა ვრცელდებოდეს. შემაშფოთებელია რომ წვრილ- წვრილი, რაღაც ამბიციური პოლიტიკის გამო შენი მოწინააღმდეგის კომპრომენტაციისთვის რაღაც გინდა გააკეთო და ამ დროს შენს სახელმწიფოს ჩირქს სცხებ. ამიტომ ეს ჭორი, რომელიც იყო საქართველოში, რომ ეს დამზადდა ერთ -ერთ სატელევიზიო სტუდიაში, რა თქმა უნდა, გამყარდა. ვინ გაავრცელა ეს არ არის მთავარი, აქ არის კითხვა: რა ჯგუფმა დაამზადა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი“,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოსთან“.
ეჭვი რომ აღნიშნული კლიპი ქართულ ტელევიზიაში დამზადდა, მუქარის შემცველი კლიპის გახმაურებისთანავე გაჩნდა.
შს სამინისტროს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებულ გამოძიებას არადამაჯერებელს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვიც.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარნოვმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილის უწყება სხვადასხვა ვერსიებს იგონებს, რათა საზოგადოებას დაააჯერონ, რომ ამ საქმის სრულად გახსნა შეუძლებელია.
" როგორ შეიძლება ამის დაჯერება, ერთი თვის წინ გახსნეს საქმე და დაავიწყდათ? სინამდვილეში, სულ სხვა ამბავია, მთავრობაში არის შიდა კონკურენცია და ამ ყველაფერში ჩვენ ვიჭყლიტებით", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
0