„ჯიჰადის“ საქმეზე ბრალდებული სამარ ჩუკუტაევი „ფეისბუქში“ იძებნება „ჯიჰადის“ საქმეზე ბრალდებული სამარ ჩუკუტაევი „ფეისბუქში“ იძებნება />


  12:18:54     03-10-2013

„ჯიჰადის“ საქმეზე ბრალდებული სამარ ჩუკუტაევი „ფეისბუქში“ იძებნება

a25705.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების ავტორი, სამარ ჩუკუტაევი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იძებნება.

გრაფაში 24 წლის სამარ ჩოკუტაევს  საცხოვრებელ ადგილად სოხუმი აქვს მითითებული, ხოლო დაბადების თარიღად 1989 წლის 6 მარტი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ემთხვევა.  ჩოკუტაევს სოციალურ ქსელში სამსახურში გადაღებული ფოტოებიც აქვს განთავსებული.

სასწავლებელს რაც შეეხება, მისი პირადი გვერდიდან ირკვევა, რომ ყირგიზეთის მოქალაქეს დამთავრებული აქვს  ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამ დროისათვის, ჩოკუტაევი IT-ინჟინერია კომპანია "აქვაფონში".

ასევე ირკვევა, რომ სამარ ჩოკუტაევი, ცენტრალური აზიის ქვეყნების აიტი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.  კურსი 2012 წლის 6 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ყირგიზეთში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აიტი სპეციალისტები ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და ასევე 3 აიტი სპეციალისტი ავღანეთიდან.

0

ავტორი: