სააკაშვილი: “მთავარია, გაკეთდეს და ლაზიკის  ნაცვლად თუნდაც “ნიუ ჭორვილა” დაარქვან” სააკაშვილი: “მთავარია, გაკეთდეს და ლაზიკის ნაცვლად თუნდაც “ნიუ ჭორვილა” დაარქვან” />


  15:48:01     02-10-2013

სააკაშვილი: “მთავარია, გაკეთდეს და ლაზიკის ნაცვლად თუნდაც “ნიუ ჭორვილა” დაარქვან”

a25696.jpg

“მთავარია, გაკეთდეს და თუნდაც ლაზიკის  ნაცვლად, “ნიუ ჭორვილა” დაარქვან”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ვიზიტისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა შეჩერებული პროექტები ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.  

მიხეილ სააკაშვილი: „შეჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობა, შემოვლითი რკინიგზა, ასევე, გაჩერებულია ფოთის პორტი, ლაზიკის პორტი და კიდევ რამდენიმე სხვა ობიექტი. ამის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება უმუშევარი, ეკონომიკა სტაგნაციაშია და საქართველოს უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები. ამიტომ ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ახლა ყველა აღიარებს, რომ უნდა გაკეთებულიყო, მაშინ თუ უნდა გაკეთებულიყო, რატომ არ კეთდება? მოდით, ჩვენც ყველამ, ერთად ვიმუშაოთ და ერთად გავაკეთოთ. ლაზიკას ნუ დაარქმევენ, ნიუ ჭორვილა დაარქვან, ამაზეც არ მაქვს პრობლემა, მაგრამ გააკეთონ და დაარქვან.

0

ავტორი: