რასმუსენი: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება რასმუსენი: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება />


  15:01:14     02-10-2013

რასმუსენი: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

a25695.jpg

"შეშფოთებას გამოვთქვამ, რუსეთის მიერ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის გამო. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“,- აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაავრცელა.

რასმუსენის განცხადებით, საზღვრიპირა რეგიონებში მავთულხლართების გაბმას  ნეგატიური გავლენა აქვს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებზე.

„ ნატო-ს პოზიცია ნათელია და, როგორც ჩიკაგოს სამიტზე გაცხადდა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

0

ავტორი: