შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს პრემიერმა „საქმე გაურჩია“... შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს პრემიერმა „საქმე გაურჩია“... />


  11:20:55     02-10-2013

შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს პრემიერმა „საქმე გაურჩია“...

a25690.jpg

ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან პრემიერ–მინისტრის შეხვედრა, ტრადიციულად, ჟურნალისტების  დატუქსვით დაიწყო.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა და დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია რაიმე ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან.

"ჟურნალისტი ვერ ან არ აკეთებს ჩაკითხვას რესპონდენტთან, რომ გადაამოწმოს პოზიციები – ეს არის ძირითადი პრეტენზია. არ სვამენ ძირითად კითხვებს. ძალიან ხშირად რესპოდენტების შერჩევა ბევრ კითხვას ბადებს, ისინი დემაგოგიით გამოირჩევიან. მაყურებელი გადაუმუშავებელ ინფორმაცია იღებს, უჭირს გაიგოს რეალობა. საზოგადოებას და მათ შორის მეც, მაქვს განცდა, რომ მედიის პასუხისმგობლობის გრძნობა უნდა ამაღლდეს. ჟურნალისტს, ყველაფრის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენს გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

შეხვედრაზე განხილვის თემა დიცში მიმდინარე მოვლენები გახდა.  ჟურნალისტები: სოფო მოსიძე, ინგა გრიგოლია და მერაბ მეტრეველი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჩავიდა იგი სოფელ დიცში ადგილობრივთა მოსანახულებლად.  „კარგი იქნებოდა ჩავსულიყავი, კი გეთანხმებთ, მაგრამ მე რომ მხოლოდ ეს ვაკეთო, მთელი დროის განმავლობაში გზაში ვიქნებოდი“- განაცხადა პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან არჩაუსვლელობის მიზეზის კომენტირებისას.

ივანიშვილი ჟურნალისტებს არწუნებს, რომ სახლ–კარიდან აყრილ მოსახლეობასთან მისი მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უპასუხა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის სოფო მოსიძის კითხვას ,თუ რა რეაქცია ჰქონდა დვანში დაშლილი სამი სახლის დანახვაზე:

„რეაქცია გვქონდა ადეკვატური და გვაქვს დღესაც. სერგეენკო მიდის დღეს და სხვა მთავრობის წევრებიც მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ მათ... ეს პროცესი არ დაწყებულა დღეს, დაიწყო 2008 წლიდან“.

შეხვედრაზე დაწყებულ პოლემიკას, ინგა გრიგოლიამ „საქმის გარჩევა“ უწოდა.

გრიგოლია: „ბატონო ბიძინა, ეს ყველაფერი საქმის გარჩევას ჰგავს... ჟურნალისტმა კითხვა თქვენ, მთავრობას უნდა შეგითანხმოთ? ჩვენ ვიყავით დვანში, ვნახეთ ეს ადამიანები, ისინი ელოდნენ თქვენ მინისტრებს, ისინი იქ არ ჩასულან“...

აღნიშნული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა ონლაინ გადაამოწმა და განაცხადა, რომ მთავრობის წევრები არა დვანში, არამედ კირბალში ჩავიდნენ...

0

ავტორი: