ერთი წელი რაფალიანცის ტრაგედიიდან -  შს სამინისტროს ეჭვი დედაზე და დეიდაზე აქვს? ერთი წელი რაფალიანცის ტრაგედიიდან - შს სამინისტროს ეჭვი დედაზე და დეიდაზე აქვს? />


  10:58:49     01-10-2013

ერთი წელი რაფალიანცის ტრაგედიიდან - შს სამინისტროს ეჭვი დედაზე და დეიდაზე აქვს?

a25663.jpg

სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. თუმცა არჩევნების წინა დღეს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბურისუთ მოცული მკვლელობა ამ დრომდე გაუხსნელია. ამ ხნის განმავლობაში, საზოგადოებაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.

მიუხედავდ იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრაგედიის  უახლოეს პერიოდში გამოძიების პირობა არაერთხელ დადო, უწყებაში ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს დღემდე არ პასუხობენ.

კოლაგში მომხდარი შემთხვევის შესახებ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბავშვის დაღუპვის საქმის გახსნა ძალიან რთულად არის“.

ბიძინა ივანიშვილი: „მე ვერ გავიმეორებ იმას, რაც მინისტრმა მითხრა, საქმე რთულადაა“.

ამის პარალელურად კი, გარდაცვლილის დედა თათია მექერიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების  მიმართ ნდობა დაკარგა. 

ბარაბარეს მამის, პალიკო რაფალიანცის დედა მაია და  ბებია თამარ გოგოლაურები კი ირწმუნებიან, რომ პატარას სიკვდილი შინაურის კისერზეა.

მაია გოგოლაური:  „ბავშვმა სიარული არ იცოდა, ბობღვა არ იცოდა და საწოლში იწვა.ჩემი ვარაუდი ისაა, რომ თუ არა შინაურმა, სხვამ ვინ იცოდა იმათ სახლში, სად ქვევრი იყო და სად საწოლი. ამის მიუხედავად, ხელს ვერავის დავადებთ. გამოძიებას ველოდებით, გვეუბნებიან, რომ ყველაფერს გავაკეთებთო. კოლაგიდან წამოვიდა ესეთი ლაპარაკი, შვილო, იქიდან დაიწყო მაგაზე ლაპარაკი და ჩვენც ვიმეორებთ. პირადად დალიზე ჩვენ არაფერი გვითქვამს. წნორში ვმუშაობ და ერთხელ, როცა ჩემი უფროსები ჩამოვიდნენ, მითხრეს, რომ აქ ასე ამბობე,ნ დეიდის გაკეთებულიაო. ბიძას გამორიცხავენ და ჩემი რძლის მამიდაზე ამბობენ კიდევ“.

პატარა ბარბარეს ოჯახის წევრები გამოძიების გაჭიანურების გამო შს სამინისტროს საყვედურობენ და კულტურის მინისტრის დღევანდელი მრჩევლის, მანანა ბერიკაშვილის დაკითხვას მოითხოვენ. მაია გოგოლაურის თქმით, ბერიკაშვილთან ერთად უნდა დაიკითხონ ოჯახის წევრებიც.

ცნობილია, რომ სიცრუის დეტექტორზე უკვე შეამოწმეს რაფალიანცის დედა და დეიდა.

მედიაში კი აღნიშნულის შესახებ შემზარავი ვერსია გაჩნდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით,  შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში, სავარაუდოდ, დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.

ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგედია იმავე დღეს პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა.

მომხდარიდან რამოდენიმე წუთში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,  მანანა ბერიკაშვილმა, „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ჩვილი  „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.

ამ სერიოზული ბრალდების შემდეგ, კულტურის მინისტრის მრჩეველი არც კი დაუკითხავთ. ბერიკაშვილი ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„პრესა.ჯი“ დილიდან ცდილობს ბერიკაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მაღალჩინოსანი ჩვენ ზარებს არ პასუხობს.

ღარიბაშვილის უწყების პასუხი კი, ერთი წლის თავზეც   არ შეცვლილა: „გამოძიება მიმდინარეობს!“

0

ავტორი: