წიწაკა ცხვრის ხორცით წიწაკა ცხვრის ხორცით />


  11:10:45     30-09-2013

წიწაკა ცხვრის ხორცით

a25631.jpg

მასალა:

150გ ცხვრის ხორცი30გ გამდნარი კარაქი150გ ბულგარული წიწაკა20გ ხახვი10გ ფქვილი10გ ბრინჯი20გ პამიდორი ან ტომატის სოუსი50გ მჟავე რძე1/2  კვერცხი5გ ოხრახუშიდაფქული წითელი წიწაკაპილპილი

მომზადების წესი:

 

წიწაკა ცხვრის ხორცით

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დავამატოთ წიწაკა, გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, ჩავასხათ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი წყალი და ვადუღოთ 10-15 წუთი. ნახევრად მოხარშულ ბრინჯს შევურიოთ დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ოხრახუში. ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ ზედა ფართო ნაწილი და ამოვაცალოთ თესლი. მომზადებული ფარშით ამოვავსოთ წიწაკა და შევწვათ მდუღარე ზეთში. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ სოუსი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.

სოუსის მოსამზადებლად ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ ფქვილი, წიწაკა, ტომატის პასტა ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დავასხათ თბილი წყალი ან ბულიონი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

მჟავე რძის მოსამზადებლად ჩავასხთ კვერცხი და სოუსი (რომელშიც იშუშებოდა წიწაკა) მჟავე რძეში. მიღებული ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. შემდეგ გავწუროთ საწურში და მოვაყაროთ ზემოდან ოხრახუში.

0

ავტორი: