10:49:37     30-09-2013
ბათუმში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი
![a25629.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25629.jpg)
შინაგან საქმეთა სამინიატროს ინფორმაციით, გამსახურდიას ქუჩაზე, N6-ში მცხოვრებ ირაკლი ცივნარიძეს, რომელიც საკუთარი სახლის აივანზე იდგა, სახლის მოპირდაპირედ მდგომმა ბრალდებულმა, 1987 წელს დაბადებულმა ვახტანგ ჩ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ჭრილობა მიაყენა
„სამართალდამცველებმა ვახტანგ ჩ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე და 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბათუმში მომრავლებულ კრიმინალზე ადგილობრივები პროტესტს გამოთქვამენ.
ბათუმელები აცხადებენ, რომ შს მინისტრის განცხადებები იმის შესახებ რომ ქვეყანაში დანაშაული მკვეთრად შემცირებულია, რეალობას არ შეესაბამება, რადგან სისხლიანმა გარჩევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ბათუმის ცენტრში - პიაცაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 22 წლის კოკა კეკელია 43 წლის ირაკლი ს-მ ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. მკვლელმა 22 წლის ახალგაზრდა ხანჯლით აჩეხა.
ქობულეთში კი სამი ტურისტი მძიმედ დაჭრეს. ორი თვის წინ კი, მზისით-დღისით 16 წლის მარიამ კოჩალიძე გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს რეზონანსული საქმე დღემდე გამოუძიებელია.
0