გიგანტური ბისკვიტები გიგანტური ბისკვიტები />

  10:46:59     30-09-2013

გიგანტური ბისკვიტები

a25630.jpg

წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს 45 წუთში 6 ცალი დიდი ზომისა და გემრიელი ბისკვიტის მოსამზადებლად. სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო იმისათვის, რომ გემრიელად ისაუზმოთ ოჯახთან ერთად. თქვენ მიერ მომზადებული გიგანტური და ფუმფულა ორცხობილები ყველას შეუყვარდება :)

რეცეპტის ინგრედიენტები:

2 ჭიქა ფქვილი1 სუფრის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი1 ჩაის კოვზი მარილი1 სუფრის კოვზი შაქარი70 გრამი კარაქი1 ჭიქა რძე

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 220C(425F) გრადუსამდე.

2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი. ჩააგდეთ ცივი კარაქი და კარგად ჩაჭყლიტეთ ამ მასაში. ნელ-ნელა ჩაასხით რძე და ურიეთ, სანამ ცომი თასის გვერდებს აღარ მიეკრობა.

3. გადაიტანეთ ცომი ფქვილიან სამუშაო ზედაპირზე და ნაზად მოზილეთ 15-20-ჯერ. გააბრტყელეთ ოდნავ ფქვილიანი ცომის გასაბტყელელით 2.5 სანტიმეტრის სისქის ფენად. ამოჭერით წრეები ჭიქით(ფქვილიანი ზედაპირით) ან სპეციალური მრგვალი ფორმით(7-8სმ დიამეტრის). ბისკვიტებს ნაზად მოუსვით ზედაპირზე ფუნჯი, რათა მოშორდეს აკრული ფქვილი. დაალაგეთ ისინი უცხიმო საცხობ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით და აცხვეთ 13-15 წუთის განმავლობაში, ან სანამ ზედაპირი არ შეყავისფერდება.

მიირთვით თქვენი ფუმფულა ბისკვიტები ცხლად. გაჭერით შუაზე, წაუსვით კარაქი, თაფლი და გემრიელად ისადილეთ!

ნუტრიცია:
კალორიები: 282კ.კალ.
ქოლესტერინი: 3მგ.
ნახშირწყლები: 36.4გ.
ცხიმები: 12.6გ.
პროტეინი/ცილა: 5.6გ.

0

ავტორი: