13:41:30     29-09-2013
გიორგი ვაშაძე ალბანეთის პრემიერს შეხვდა

გიორგი ვაშაძე ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ალბანეთის პრემიერ- მინისტრი ედი რამა საქართველოში განხორციელებული რეფორმების დეტალებით დაინტერესდა.
27 სექტემბერს ქალაქ ნიუორკში გიორგი ვაშაძე ალბანეთის პრემიერ- მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზედეტალურად ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე. განსაკუთერბული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლებისა და პოლიციის რეფორმამ.
შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთნხმება, რომ ახლო მომავალში ალბანეთიდან სპეციალური დელეგაცია ეწვევა საქართველოს, ისინი დეტალურად გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. ვიზიტის დროს შეთანხმდება რეფორმების ჩამონათვალი, რის განხორციელებაშიც ქართული მხარე მიიღებს მონაწილეობას.
მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ვაშაძისა და ალბანეთის პრემიერის შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ედი რამამ მიხეილ საააკაშვილთან 26 სექტემბერს შეხვედრის დროს გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული რეფორმების ალბანეთში სწრაფი იმპლემენტაციის.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, შევთანხმდით, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას ალბანეთში შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში" გნაცხადა გიორგი ვაშაძემ. ამასთან საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი ინტერესია სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოში გნხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
0