რასმუსენის შეფასებით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება  საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა რასმუსენის შეფასებით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა />


  15:56:43     26-09-2013

რასმუსენის შეფასებით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა

a25601.jpg

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მავრთულხლართების გავლების საკითხს ნატო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა.

ანდერს ფოგ რასმუსენი  რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ კიდევ ერთხელ  მოუწოდებს.

გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედება  საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

"ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით - მოვითხოვთ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. ვაგრძელებთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - აღნიშნა რასმუსენმა  გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, დვანში ე.წ. ადმინსიტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გავლება გრძელდება. შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ ჩხეიძის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გავლებისას მიჰყვებიან იმ რუქას, რომელიც გააჩნიათ და სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გარკვეული ნაწილი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება.

0

ავტორი: