17:29:32     25-09-2013
ივანიშვილი: ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო

პრემიერ მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრაზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეუიშვილს ნიჭიერი კაცი უწოდა და განაცხადა, რომ მისი გაცნობა სულ აინტერესებდა.
ივანიშვილი: „ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო. მერაბიშვილი მუდმივად მაოცებდა ხოლმე თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მპასუხობდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს. მერაბიშვილი მეუბნებოდა, ნეტავ განახა, როგორ პარკეტზე ცხოვრობს ადეიშვილი და პირველი თაობის მობილურს იყენებსო, ისეთი პრინციპულია, სხვა არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა".
0