ობამა სააკაშვილს: ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით ობამა სააკაშვილს: ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით />


  11:48:50     24-09-2013

ობამა სააკაშვილს: ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით

a25582.jpg

პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ ობამას შეხვდა.  "თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით", - უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილი: "მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის შედგა. 

ბარაკ ობამა: "თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვუს შემდეგ"?

მიხეილ სააკაშვილი: "პოლიტიკის გარდა ჩემი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ". 

ბარაკ ობამა: "ეს ძალიანი კარგი იდეაა, მივესალმები".

მიხეილ სააკაშვილი: "დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს.

ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ ყურადღება არ მოადუნოთ".

0

ავტორი: