შვილდაკარგული დედა ივანიშვილს: მართლა ასე დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ? შვილდაკარგული დედა ივანიშვილს: მართლა ასე დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ? />


  11:59:06     23-09-2013

შვილდაკარგული დედა ივანიშვილს: მართლა ასე დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?

a25575.jpg

გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის დედა ივანიშვილს მიმართავს: „ბატონო ბიძინა ძალიან მაინტერესებს, თქვენი შვილი რომ გაუჩინარებულიყო, როგორ ზომებს გამოიყენებდით და მას რამდენი საათის განმავლობაში ნახავდით?“...

ლამზირა მახარაძე: "ბატონო ბიძინა, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ არცერთ მშობელს არ ვუსურვებდი ერთი წამითაც ჩემს ადგილას ყოფნას. ძალიან მაინტერესებს, თქვენი შვილი რომ გაუჩინარებულიყო როგორ ზომებს გამოიყენებდით და მას რამდენი საათის განმავლობაში ნახავდით.

დარწმუნებული ვარ, რომ დიდი დრო არ დაგჭირდებოდათ. მანცდამაინც დიდი კაცის შვილი უნდა იყოს რომ დროულად გამოიყენოთ ყველა ზომა იმისათვის, რომ დაკარგული 16 წლის გოგონა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძე მოინახოს და მისი გაუბედურებული დედის გული გაახაროოოთ?

რა ხდება ხალხო, რატომ არ დგებით თუნდაც ერთი წამით ჩემს მდგომარეობაში. ამაზე იოცნება ქართველმა ხალხმაააა??? ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ და ჩემი შვილი ცოცხალი სახით თუ არა, მკვდარი მაინც მაპოვნინეთ, ეს ნუთუ მართლაც ასე ძნელია დღეს ჩვენს საქართველოში რომ მოხერხდეს? მართლა ასე დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ???"

აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ „პრესა.ჯი“ ქალბატონ ლამზირას დაუკავშირდა. თუმცა ის შუძლოდ იყო და ჩენთან საუბარი ვერ მოახერხა.

დიასამიძის ახლობლები კი აცხადებენ, რომ პარასკევს ლამზირა მახარაძე აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას უნდა შეხვედროდა, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზით აღნიშნული შეხვედრა არ შედგა.

გია ღლონტი (დარეჯანის ბიძა): „თვეზე მეტია ბავშვს უშედეგოდ ვეძებთ. არანაირი სიახლე არ არის ამ დღეების განმავლობაში. თელიას უნდა შევხვედროდით პარასკევს, თუმცა შეხვედრა რატომღაც არ შედგა. ფაქტია რომ ბავშვის პოვნა ვერ ხერხდება“.

შეგახსენებთ, რომ მე-12 –ე კლასის მოსწავლე ბოლოს 7 აგვისტოს დილის 10:00 საათზე ნახეს. გოგონა სტუმრად ნათესავის ოჯახში დარჩა, იქიდან წამოსული კი შინ აღარ დაბრუნებულა.

ლამზირა მახარაძე აცხადებს, რომ პროფილს სახელი და გვარი არ აქვს მითითებული, არც ფოტოები აქვს ატვირთული და არ ჰყავს დამატებული მეგობრები, თუმცა, მიმოწერიდან გამომდინარე, ოჯახი ეჭვობს რომ კომენტარის ავტორი დარეჯან დიასამიძეა.


0

ავტორი: