თარგამაძე იმედოვნებს რომ ხელისუფლება მერაბიშვილს დღეს გაათავისუფლებს თარგამაძე იმედოვნებს რომ ხელისუფლება მერაბიშვილს დღეს გაათავისუფლებს />


  14:30:16     19-09-2013

თარგამაძე იმედოვნებს რომ ხელისუფლება მერაბიშვილს დღეს გაათავისუფლებს

a25561.jpg

უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურას და ხელისუფლებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიმართა. მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრემიერის პირადი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

გივი თარგამაძის თქმით,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე მერაბიშვილის დაცვის მხარე შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ დანერგილი ახალი სტანდარტის მიხედვით, მერაბიშვილსაც გაათავისუფლებენ.

“ხელისუფლებამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ გაათავისუფლა პატიმრობიდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სტანდარტი ვანო მერაბიშვილზეც გავრცელდება და მას გაათავისუფლებენ. რადგან წინასწარი გამოძიება დასრულებულია და მერაბიშვილი გამოძიების პროცესს ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა უკვე შეაფასეს პოლიტიკურად მოტივირებულად. მათი განცხადებით, ერაბიშვილის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული აქვს. "მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლია" - აცხადებენ ისინი. 

0

ავტორი: