ფიზიკური დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ფიზიკური დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელთან />


  15:52:09     18-09-2013

ფიზიკური დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელთან

a25554.jpg

ფიზიკური ანგარიშსწორება პირველ არხთან: საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

თვითმხილველთა თქმით, აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი - ფიზიკური.

შეგახსენებთ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთმანეთის პარალელურად, ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  საზოგადოება "თბილისელების" რადიკალი წარმომადგენლები, "კორკოტა" და ირაკლი კაკაბაძე კვესიტაძე-პაიჭაძის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ მათი გადაცემები ეთერში არ უნდა გავიდეს. აქციაზე იმყოფებიან კაფე "ლა ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე პირები: მანანა გიორგობიანი და მამუკა ბაკურია. 

როგორც ჩანს, რადიკალების აზრს იზიარებს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტყემალაძე, რომელმაც არხზე უკვე დაიწყო ცენზურის გატარება და ცნობილ ჟურნალისტებს შენობაში შესვლის საშუალებაც არ მისცა.

მან ეთერიდან მაუწყებლის ყველაზე რეიტინგული გადაცემები - "აქცენტები" და "დიალოგები" მოხსნა. სამაგიეროდ, ხელში შეგვრჩა რუსული პირველი არხის ქართული ანალოგი, ფერებითა და მთელი რიგი მსგავსებით... ტყემალაძე ახალი ხელისუფლების ნდობით სარგებლობს.

რაც შეეხება მეორე აქციას, მას სოციალურად დაუცველები მართავენ. ისინი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან 142-ე სკოლიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველები. მათი განცხადებით, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს ატყუებს.  


0

ავტორი: