დიცში რუს ოკუპანტებსა და ადგილობრივებს შორის  მდგომარეობა დაძაბულია დიცში რუს ოკუპანტებსა და ადგილობრივებს შორის მდგომარეობა დაძაბულია />


  17:22:17     17-09-2013

დიცში რუს ოკუპანტებსა და ადგილობრივებს შორის მდგომარეობა დაძაბულია

a25543.jpg

დღეს დილიდან დაძაბულია სიტუაცია ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ დიცთან  დილის 11:00 საათზე  სპეციალური ტექნიკით გამოჩნდნენ და მავთუხლართების საყრდენი ბოძების დასამონტაჟებლად მიწის მონიშვნა დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. 

ადგილი ჰქონდა ურთიერთსელაპარაკების ფაქტსაც. ადგილობრივების პროტესტს იწვევს, ის ფაქტი რომ მავთულხლართების გაბმის შემდეგ სოფელ დიცის სასაფლაოს გზა, სარწყავი არხი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცევა. საოკუპაციო ხაზის გაფართოების პროცესს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი კურირებს. ადგილზე არიან მობილიზებულები ქართველი სამართალდამცველებიც. დიცში ჩავიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის წარმომადგენლები.   

ამ წუთებში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის წარმომადგენლეთა შუამავლობით, სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზთან მოლაპარაკებები დაიწყო. ქართული მხარე საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე ყველა სახის სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. სოფელ დიცში მიმდინარე მოლაპარაკებას შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ესწრება.

მოლაპარაკებებში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმოამდგენელი ხოხ გაგლოითიც მონაწილეობს.

0

ავტორი: