„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს />


  14:05:27     17-09-2013

„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

a25541.jpg

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერი არ ფლობს ობიექტურ ინფორმაციას ან ცდილობს დაამახინჯოს არსებული რეალობა“,- ასე პასუხობენ ნაციონალურ მოძრაობაშიპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ლატვიური გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს. სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ  ქართული მხარის მიერ საპასუხო სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მარიონეტული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების დაბომბვებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ლატვიაში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა ერთ–ერთ ლატვიურ გაზეთს, სადაც რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით ფაქტები კვლავ დაამახინჯა, რითაც საქართველოს ინტერესები ზიანდება. მან განაცხადა, რომ თითქოს ქართული მხარის მიერ საპასუხო სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მარიონეტული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების დაბომბვებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერი არ ფლობს ობიექტურ ინფორმაციას ან ცდილობს დაამახინჯოს არსებული რეალობა. ჩვენ შევახსენებთ მას, რომ ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყო ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს და გააქტიურდა 5 აგვისტოდან, რის გამოც 5–შივე დაიჭრნენ ჩვენი სოფლების მცხოვრებლები – უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქართული სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენლები. ხოლო 7 რიცხვის დღისითვე სოფელ ავნევის დაბომბვის შედეგად, დაიღუპნენ: შალვა ტრაპაიძე და ვიტალი თავაძე.

ამ ფაქტების დავიწყება ან დამახინჯება არის დაუშვებელი და ხელს უწყობს მხოლოდ რუსეთის ინტერესების განხორციელებას, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფაქტის მიჩქმალვის მიზნით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

0

ავტორი: