გატაცებული ქალბატონის ოჯახი შველას ითხოვს გატაცებული ქალბატონის ოჯახი შველას ითხოვს />


  11:45:32     17-09-2013

გატაცებული ქალბატონის ოჯახი შველას ითხოვს

a25540.jpg

გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან გატაცებული ცირა ცაცუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ცაცუების მეზობელმა ღუდუ ცაავამ განუცხადა, 33 წლის დიასახლისი ექვსმა შეიარაღბულმა, ნიღბიანმა პირმა 15 სექტემბერს ღამის საათებში გაიტაცა.

გატაცებულის მეზობლის ინფორმაციით, გამტაცებლები მალევე დაუკავშირდნენ ცაცუას ოჯახს და გამოსასყიდის სახით 30 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვეს.

გატაცების შესახებ ინფორმაციას ფლობს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთს ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობა.

აპარატის  ხელმძღვანელ  ოთარ გოგოხიას თქმით,  გატაცებულის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას  მიმართეს.

ოთარ გოგოხიას განცხადებით, ცაცუას ოჯახს გამოსასყიდის გადახდის საშუალება არ აქვს.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რეგიონში უკვე მეოთხე  გატაცება დაფიქსირდა.

ადგილობრივები აღნიშნულს თხილის სეზონის დაწყებას უკავშირებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები არ გამორიცხავენ, რომ გატაცებაში რუსული მხარეც მინაწილეობდეს. 

0

ავტორი: