11:15:10     17-09-2013
გურჯაანში გამოსასყიდის მიზნით 28 წლის გორგიშვილი გაიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში, გამოსასყიდის მიზნით 28 წლის შოთა გორგიშვილი გაიტაცეს. გამტაცებლებმა მსხვერპლი მანქანაში ჩატენეს და დაატყვევეს, მის ახლობლებს კი, გამოსასყიდის სახით 300 ლარს სთხოვდნენ.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, გორგიშვილი ღამით გაათავისუფლეს - გატაცების ფაქტზე ორი პირია დაკავებული.