12:04:27     25-01-2011
სოუსი „გუაკამოლე“
მასალა: ავოკადო – 1 ცალი; მწვანე ხახვი – 1 ცალი; ლიმონი ან ლაიმი – 1 ჩაის კოვზი; მარილი, ცხარე წიწაკა – გემოვნებით; მწიფე პამიდორი – 1 ცალი.
ავიღოთ მცირე ზომის თასი, ავოკადო (უნდა იყოს ძალიან მწიფე) გავჭრათ შუაზე და ერთი ნახევარი შემოვატრიალოთ მეორე ნახევრის წინააღმდეგ. ასე ერთმანეთს გასცილდებიან, საითაც თესლი დარჩება, დანა დავარჭოთ ღრმად თესლს და ამოვიღოთ, ასე თესლს მოვაშორებთ, ავოკადო გავჭრათ და რბილობი გავასუფთავოთ, გადავიტანოთ ჯამში, ცალკე მოვამზადოთ შემდეგი მასა: დავჭრათ ხახვი, რაც შეიძლება წვრილად, ლიმონის წვენი სურვილის მიხედვით შეგვიძლია შევურიოთ, ამიტომ ჯობია, თანდათან გავსინჯოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. დავამატოთ მარილი და წიწაკა და მოვურიოთ. ავთქვიფოთ ავოკადო და შევურიოთ გაკეთებულ მასას, ჩავაწუროთ პომიდორი, ოღონდ არა იმდენი, რომ წითელი შეფერილობის გახდეს. სუფრაზე მიტანამდე, შეგვიძლია, დავამატოთ პომიდორი, ან კიტრისა და პამიდვრის სალსა, ასე უფრო გემრიელია.