სამი დაჭრილი - სროლები ქალაქის ცენტრში სამი დაჭრილი - სროლები ქალაქის ცენტრში />


  06:30:46     15-09-2013

სამი დაჭრილი - სროლები ქალაქის ცენტრში

a25520.jpg

ბათუმი ასლან აბაშიძის დროინდელ იმიჯს იბრუნებს - სისხლიანი გარჩევები ამ ქალაქის ყოველდღიურ თავგადასავლად იქცა. ბათუმელები გაზრდილი კრიმინალის გამო ჩივიან.

რამდნეიმე დღის წინ, ბათუმში, ლერმონტოვის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე სამი პირი, მათ შორის პოლიციელი დაიწრა. 
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნდარიძე ჩეჩენ მეგობართან, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევთან ერთად ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 

პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 

გასროლის შედეგად ბრმა ტყვიით მუცლის არეში დაჭრილია მოქალაქე, რომელიც პუშკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, ხოლო პოლიციის თანამშრომელს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული. ცეცხლის გახსნის შემდეგ საპასუხო გასროლა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც დაიჭრა ლაკაევიც. სამივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

პოლიცია აცხადებს რომ ლაკაევი საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და თურქეთში გადასვლას გეგმავდა.  0

ავტორი: