"წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა" "წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა" /> "/> " />


  16:46:45     13-09-2013

"წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა"

a25519.jpg

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პრემიერ ივანიშვილს შორის რომ შავმა კატამ გაიარა, ამაზე „პრესა.ჯი“ ბოლო პერიოდში აქტიურად წერდა. დღეს დილიდან კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ  წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ინფორმაციის ავტორი უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გადადგომის მიზეზად სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ასახელებს, რომელშიც წულუკიანი კრიმინალურ ავტორიტეტთან, სოსო ჯოხაძესთან ერთად არის დაფიქსირებული.

„მართალია, წულუკიანმა თავი იმართლა, სუფრასთან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, შეხვდეო, მაგრამ დიპლომის არქონაზე მეტი რეზონანსი ამ ფაქტმა გამოიწვია და უკვე მთავრობის მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯები. მაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როცა ეს ფოტო გამოქვეყნდა, კოალიციაში თემის სერიოზული განხილვა მოხდა და წულუკიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ეს ჯერ არ ხმაურდება“, - აცხადებს მჟავანაძე. 

მისი თქმით,  ეს ფაქტი სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გახმაურდება. „წულუკიანის რენომე უკვე დისკრედიტირებულია. იგი პარტიის მდივნის დონეზე დარჩა და წინ ვერ წავიდა, რადგან ყოველ ნაბიჯზე შეცდომებს უშვებს. მეტსაც გეტყვით, ბიძინას პირად საუბრებში ხშირად აქილიკებს და მას „ქონდრისკაცს“ უწოდებს. ეს ბიძინამაც იცის, ამიტომ წულუკიანი უკვე ცუდ დღეშია“,– აცხადებს მჟავანაძე.

როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო კულუარებში უყვებიან,  ივანიშვილს  წულუკიანის საკითხი დიდიხანია  „დაკონსერვებული“ აქვს. 

დეპუტატები პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ ივანიშვილი წულუკიანს პოლიტიკიდან წასვლისთანავე გადაიყოლებს.

როგორც ინფორმირებული წყაროები ჰყვებიან, ივანიშვილმა წულუკიანი მას შემდეგ აითვალწუნა, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაჩნდა გვერდი სახელწოდებით: წულუკიანი VS ბიძინა, სადაც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა, თეა წულუკიანის SMS მიმოწერის შესახებ.

SMS მიმოწერაში, წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს  აუგად  მოიხსენიებს და ამბობს, რომ სტრასბურგში, პრემიერის გამოსვლაზე სირცხვილით იწვოდა.

როგორც ცნობილია პრემიერისა და იუსტიციის მინისტრს შორის დაწყებულ კონფლიქტში ლომის წვლილი შეიტანა ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.  ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი თუ როგორ დაუწუნა საპრეზიდენტო კანდიდატმა მარგველაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ მომზადებული კანონპროექტი და მას,  „როზა ლუქსემბურგის ოცნება“.

P.S: აღსანიშნავია რომ ორი დღის წინ, წულუკიანი 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელების მფარველობაშიც ამხილეს. მოკლულის დედამ განაცხადა რომ იუსტიციის მინისტრი, მისი მეგობრის, სოსო ჯოხაძის ბიძიშვილს, დავით ჯოხაძეს ლობირებს, რომელმაც სხვებთან ერთად 23 წლის ჩოგბურთელი, რუსთაველზე, უამრავი მოწმის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. დავით ჯოხაძეს მკვლელობის ბრალდებაც კი არ აქვს წაყენებული.

0

ავტორი: