12:48:06     12-09-2013
ცრუ განგაში - "რუსთავი 2"-ში ბომბი ვერ იპოვეს

ცრუ განგაში - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ის ოფისში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს განუცხადეს. კინოლოგებმა და გამნაღმველებმა შენობა დატოვეს. პოლიციამ ტელევიზიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მისცა.
"რუსთავი 2" მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112-ში დღეს 10:28 წუთზე შევიდა, რის შემდეგაც "რუსთავი 2"-ის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.
0