11:15:46     12-09-2013
"რუსთავი 2"-ში ბომბს ეძებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ტელეკომპანიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს დამონტაჟებული.
შსს-ში აცხადებენ რომ ტელეკომპანიის შენობაში გამნაღმელები იმყოფებიან და ისინი ბომბს ეძებენ. პოლიციის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში დამონტაჟებული ბომბის შესახებ პოლიციამ შეტყობინება ტელეფონის საშუალებით მიიღო.
ამ წუთებში ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი შენობიდან ევაკუირებულია. პოლიციას შენობამდე მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი.
0