მერაბიშვილი: ”ჩემი განცხადების საპასუხოდ, ბიძაჩემს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს” მერაბიშვილი: ”ჩემი განცხადების საპასუხოდ, ბიძაჩემს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს” />


  15:46:26     10-09-2013

მერაბიშვილი: ”ჩემი განცხადების საპასუხოდ, ბიძაჩემს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს”

a25480.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, ხელისუფლების მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების დევნაზე მორიგ განცხაებას ავრცელებს.

“გუშინ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომელშიც მე პირადად ბიძინა ივანიშვილი დავადანაშაულე ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში, დღეს, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ბიძაჩემს, ლევან თუმანიშვილს. ხვალ გაიმართება სასამართლო, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლებისა, ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს. 

17:30 საათზე ჩვენი ოჯახის ადვოკატები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ”, - აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.

0

ავტორი: